კვირას, 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში თბილისში, ღია საზოგადოების ფონდი წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების კრებულს “სტატუსი: უსახლკარო”. ისტორიების შეკრებაზე, დამუშავებასა და წიგნის გამოცემაზე ხელოვანმა მარიამ ნატროშვილმა იმუშავა.უსახლკარობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი პრობლემაა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფო ფორმაციის ცვლილებას, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, 2000-იანი წლების დასაწყისში კი, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის გაუქმებას და ადამიანების თავისუფალ ბაზარზე მინდობას, უმწვავესი ეკონომიკური სიდუხჭირე და სასოწარკვეთა მოჰყვა.საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი უძრავი ქონების მასიური გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვა ფორმებით გასხვისება, ჯანმრთელობის პრობლემებთან, უმუშევრობასთან, შიმშილთან გასამკლავებლად, ერთადერთ გამოსავლად ჩანდა. შედეგად, უამრავი ადამიანი დარჩა ქუჩაში, ჭერის გარეშე.
ამ მცირე წიგნში გადმოცემული ისტორიები, მუნიციპალურ სერვისებში მაცხოვრებელი ადამიანების ხმას აჟღერებს. ეს წიგნი ჩვენი და ავტორის მორიგი მცდელობაა, მივიტანოთ ეს ხმები ფართო საზოგადოებამდე, სახელმწიფო უწყებებამდე, უგულებელყოფის პოლიტიკის შესაძრავად, პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
მისამართი: დოდო აბაშიძის ქ. 10
ღონისძიება ჩატარდება ღია ცის ქვეშ. ღონისძიებაზე აუცილებელია ნიღბით დასწრება.
ნახეთ ღონისძიება ფეისბუქის გვერდზეც და ჩაერთეთ დისკუსიაში.
პროექტის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი.
თემის მედიაგაშუქება, დილა ფორმულაზე, 16.11.2021