23 დეკემბერს, სამშაბათს, 11 საათზე, ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედნის 4) პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში IDFI, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით მართავს თბილისის მერიის ვებპორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას.
ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის გამგებლები და სხვა თანამდებობის პირები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების ვებპორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის ვებპორტალის სრულიად ახალი კონცეფცია.
პროექტის “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა” მთავარი ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებპორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.