5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლის ‘გისოსებს მიღმა’ პრემიერა შედგა.
სპექტაკლში ქალი პატიმრები მონაწილეობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპექტაკლი მაისში დაიდგა. მოსამზადებელ სამუშაობს 2 წელი დასჭირდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” ეთერში სტუმრად არიან პროექტის ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველია და სცენარის ავტორი ქეთევან პატარაია.
მანანა კვირკველია: “იდეა გაჩნდა დაახლოებით 2 წლის წინ, შემდგომ შევადგინეთ პროექტი, მივედით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში”. მინდა მადლობა გადავუხადო ქეთი ხუციშვილს, რომელმაც დააფინანსა ჩვენი პროექტი. რომ არა ეს დაფინანსება ჩვენ ვერაფერს შევძლებდით”.
I არხი – რეალური სივრცე, 8 დეკემბერი, 2015