სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ ფილმების ჩვენება გაიმართა

22.11.2017

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

,მე ძალიან მიყვარს სოფელში ცხოვრება. ამ ფილმში, სწორედ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. სოფელში უფრო სხვანაირად ცხოვრობენ, ბავშვებს შრომა უწევთ. ქალაქელი ბავშვები უფრო თავისუფლები არიან.” – ამბობს ნიკა გორგაძე, რომელიც დღეს ნაჩვენები ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია.

გორში, ახალგაზრდული განვითარების ცენტრის დარბაზში, სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მომზადებული ფილმები უჩვენეს.

პროექტის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა ,,ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებებისთვის საქართველოში”, საზოგადოება ,,ბილიკის” წარმომადგენლებმა წარადგინეს.

ფილმების ჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ნახეთ ვიდეო. 

სიახლეები

მულტიმედია