წინამდებარე ნაშრომის საჭიროება განპირობებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ხანგრძლივი მოვლის მომსახურებების, მათ შორის, შინმოვლის ასიმეტრიული განუვითარებლობით, რაც დარგის პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია.
ავტორთა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოში შინმოვლის განვითარების პრაქტიკა, გააანალიზა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და შეიმუშავა ქვეყნისთვის რეკომენდებული მოდელი.
იმედია, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის მსგავსად, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ესოდენ აუცილებელი, იაფი და ეფექტური მომსახურება.
ნაშრომი განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ავტორები: ნინო ესაკია, ეთერ გილიგაშვილი, ამირან დათეშიძე, უჩა ვახანია
დოკუმენტი მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „მარგინალური ჯგუფებისთვის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება შინმოვლის მომსახურების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირებით“.
პროექტის დონორია „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, ხოლო განმახორციელებელი – „საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრი.“