საქართველოს სასამართლო სისტემის ნაკლოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებების საჭიროება

12.12.2022

მართალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმები რამდენიმე ტალღად გატარდა, მაგრამ სასამართლო ინსტიტუტები მაინც რჩება შიდა და გარე გავლენების ქვეშ. არასაკმარისი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების სიმცირე საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას და ზიანს აყენებს რეალურ თვითმმართველობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გატარებული რეფორმები ამაო ან სრულიად უშედეგო იყო. საკანონმდებლო ცვლილებებმა გარკვეული დადებითი შედეგებიც გამოიღო, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სისტემური ხასიათი და სასამართლოს შიგნით არსებული კონკრეტული კონტექსტიც არ იყო გათვალისწინებული. კვლავაც მოუგვარებელია სასამართლოების ფუნდამენტური პრობლემები, კერძოდ, შიდა კორპორატივიზმი და გარე გავლენებისა და პოლიტიზების საფრთხეები. ჩამოთვლილი გამოწვევების გადასაჭრელად კონკრეტული ზომებია გასატარებელი, ვინაიდან რეფორმის არც ერთი ტალღა არ მიემართებოდა მათ. კერძოდ, სამომავლო რეფორმის სტრატეგიები ფოკუსირებული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმირებაზე, მისი ძალაუფლების შესუსტებაზე, ცალკეული მოსამართლეების გაძლიერებაზე და სასამართლოს ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.

ავტორი:
ანა პაპუაშვილი
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სახელით