საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

17.10.2023

წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი გამომცემლები და მწერლები დამოუკიდებელი სტენდით წარდგებიან. გვიხარია, რომ „ღია საზოგადოების ფონდი“ მხარდამჭერია იმ მისწრაფებისა, რასაც საქართველოს ეროვნული სტენდი ადგილზე მისულ პროფესიულ წრესა თუ დამთვალიერებლებს გაუზიარებს: ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის, ქართველი ხალხი კი ევროპული საზოგადოების ნაწილია.

რთული საორგანიზაციო პერიოდის მიუხედავად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილ საინტერესო შეხვედრებსა თუ დისკუსიებს რვა გამომცემელი და ოთხი ქართველი მწერალი უერთდება. ქართული ლიტერატურის შესახებ ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული აზროვნებისა და მწერლობის ნაწილია.