პრეს ანონსი
საქართველო დისკრიმინაციის წინააღმდეგ
2014 წლის 3 დეკემბერს გაიმართება კონფერენცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ.
კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭო, ევროკავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტი „მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა” (EWMI/JILEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა(ABA ROLI) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”.
კონფერენციას გახსნიან: კატერინა ბოლონეზე – ევროპის საბჭოსოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ევა პასტრანა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი და ევროკავშირის საკონტაქტო ოფიცერი ადამიანის უფლებების საკითხებში, შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთი ხუციშვილი – ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” ხელმძღვანელი, დენიელ რეიფი – აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, და მამუკა მამაცაშვილი – სამხარეო დირექტორის მოადგილე, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველო.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, სახალხო დამცველის, საკონსტიტუციო სასამართლოს და წამყვანი არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეები იმსჯელებენ 2014 წელს საქართველოში მიღებულ კანონზე ანტი-დისკრიმინაციის შესახებ, საკანონმდებლო გამოწვევებზე და კანონოს აღსრულების მექანიზმებზე. ხოლო კონფერენციაზე მიწვეული საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკაზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში.
ჟურნალისტებს ვიწვევთ კონფერენციის გახსნაზე დასასწრებად:
ოთხშაბათი, 3 დეკემბერი 2014, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი”, თბილისი
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, anuka@csf.ge, +995 595 221999