სამეზობლოების გაძლიერება- ფესტივალი „ვაშლიჯვარი ჩემი უბანია“

17.11.2019

17 ნოემბერს, ვაშლიჯვარში მოსახლეობის ორგანიზებით ფესტივალი “ვაშლიჯვარი-ჩემი უბანია”  ჩატარდა.

გასართობი და მუსიკალური პროგრამის პარალელურად, ვაშლიჯვრის მოსახლეობამ განიხილა მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, როგორიცაა საჯარო სივრცეების ნაკლებობა, გამწვანებული ტერიტორიების სიმცირე, სატრანსპორტო კოლაფსი. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიმღებებთან ურთიერთობის საკითხებში.

ფესტივალი ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი სამეზობლო თემის ორგანიზებით, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. ღია საზოგადოების ფონდი მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში ცდილობს წაახალისოს მოქალაქეთა ინიციატივები და ხელი შეუწყოს მათ თვითორგანიზებას, რადგან მათ აქვთ ცოდნა ადგილობრივი პრობლემებისა და მეტი გავლენა ადგილობრივ მთავრობებზე.

ფესტივალის მხარდაჭერა მოქალაქეებისა და სამეზობლოების გააქტიურების პრაქტიკის დანერგვისკენ მიმართული ერთერთი პირველი წამოწყებაა.