პრესრელიზი
2014 წლის 4 დეკემბერს, საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობაში გაიმართება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა საბურთალოს რაიონის გამგეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას.
საზოგადოებრივი საბჭო იქნება საბურთალოს გამგეობასთან არსებული სათათბირო ორგანო. იგი იმოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე და ხელს შეუწყობს თვითმმარ-თველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების შემუშავებასა და წარდგენას.
საბჭო დაკომპლექტდება საბურთალოს რაიონში მცხოვრები 16 წელს მიღწეული მოქალაქეებით, ბიზნეს, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭოში მოქალაქეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 1 თებერვლიდან და საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება 2015 წლის 15 მაისს
სულ შეიქმნება 3 საზოგადოებრივი საბჭო, საბურთალოს რაიონის შემდეგ 3 ტერიტორიულ ერთეულში – უბანში:
ა) დიღომი, ვაშლიჯვარი;
ბ) ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა;
გ) კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი.
პროექტი განხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და საბურთალოს რაიონის გამგეობის ურთიერთთანამშრომლობით და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.