პროექტის მიზანია მასწავლებლების დახმარებით ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ლიდერი მასწავლებლების გამოვლენასა და გრძელვადიანი პარტნიორების გაჩენას. პროექტით გათვალისწინებულია კონკურსის გამოცხადება მასწავლებელთა ათეულთა კლუბის წევრებს შორის. ამ ქსელში გაერთიანებულია 80 მასწავლებელი, რომელთაგან 10 -15 შეირჩევა ევროინტეგრაციის საკითხებზე თემატური ღონისძიებების ორგანიზებისათვის. მათი ამოცანა იქნება შესაბამისი, ინოვაციური იდეების წარმოდგენა რომლებიც შემდგომ განხორციელდება. პროექტები მიმართული იქნება ადგილობრივ თემსა და სასკოლო საზოგადოებაზე.