პრესის თავისუფლების დღეს მედიის წამომადგენლებმა ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია გამართეს

04.05.2023
დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ, მედიის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია გამართა. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილმა თანამოაზრეებმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
1993 წლიდან, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნავს პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, აჯამებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მთელს მსოფლიოში, მხარდაჭერას უცხადებს მედიას მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმის შემთხვევებში, აერთიანებს მედიის წარმომადგენლებს პროფესიული ეთიკის საკითხების გარშემო, პატივს მიაგებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს და მთავრობებს პრესის თავისუფლების ჭრილში არსებულ ვალდებულებებს შეახსენებს.
 
მედია ამ თემაზე:

სიახლეები

მულტიმედია