პერსონალური მონაცემების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში -პროექტის პრეზენტაცია

03.11.2014

4 ნოემბერს, 10:00 – ზე  სასტუმრო „თბილისი მარიოტში” (საკონფერენციო დარბაზი: მეფე გიორგი V) ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრას გახსნის  რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის აქტივობების მიმოხილვა, რა სამომავალო ნაბიჯებია გადასადგმელი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გემის შესასრულებლად და როგორია რუმინული გამოცდილება. გაიმართება ანტიდისკრიმინაციისა და პერსონალურ მონაცემების დაცვის საკითხებზე დისკუსიები.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, სამინიტროების, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის, სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო სექტორისა წარმომადგენლები.

 

 

სიახლეები

მულტიმედია