შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა

პროექტის მიზანია შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობის გაზრდა, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულების გაძლიერება, და საზოგადოების ცნობიერების და ინფორმირებულობის ამაღლება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტი ისახავს სამ ძირითად ამოცანას: შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრისთვის ადვოკატირების გზით; წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულების და გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრების გაძლიერება; შრომის უსაფრთხოების სფეროში საზოგადოებრივი აზრის ცვლილების და ინფორმირებულობის დონის გაზრდა.