“სოციალური ქსელი – მეგობარი თვალი” Social network – Friend`s Eye

პროექტი „სოციალური ქსელი – მეგობარი თვალი“ გულისხმობს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას პროგრამული შესაძლებლობა, რომელიც ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას განაპირობებს. კერძოდ, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილმა პროგრამულმა აპლიკაციამ მაქსიმალურად გაუმარტივოს უსინათლო ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება. აპლიკაცია აღჭურვილი იქნება მსგავსად მისი უცხოური ანალოგისა – Be My Eyes. პროექტი ასევე ითვალისწინებს მოხალისე მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მობილური ტელეფონის ვიდეო ზარის გამოყენებით გაუწიონ დახმარება უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებს.