პროექტის მიზანია ,,ახალი გაზეთის’ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზით მისი ინსტიტუციური მდგრადობის გაზრდა და გაზეთის რედაქციისათვის სამუშაო პირობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი და ხარისხიანი მედიაპროდუქტის წარმოებას.
Organization: შპს ახალი გაზეთი
www.newpress.ge არის ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი, რომელიც 2011 წელს დაარსა გაზეთმა ახალი გაზეთი. გამომცემელია შპს ახალი გაზეთი. გაზეთის ახალი გაზეთი და საიტის Newpress.ge მთავარი რედაქტორია ია ბობოხიძე, რედაქტორი – ირინა მაკარიძე.
ახალი მედიის პლატფორმების გამოყენებით www.newpress.ge აუდიტორიას აწვდის ვიდეო, აუდიო, ფოტო კონტენტს და აშუქებს საგანგებო ამბებს მთელი საქართველოს მასშტაბით.