პროექტის მიზანია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა რეგიონული ქსელის მონაწილეობით ადვოკატირების კამპანია შშმ პირთა უფლებების რეალიზაციისა და შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის რატიფიცირებისათვის. ამოცანებია: 1) რეგიონებში შშმ პირთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და სიტუაციის ანალიზის მომზადება; 2) ადვოკატირების კამპანია შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის რატიფიცირებისათვის; 3) კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციასთან; 4) საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა.
Organization: ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”, მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ცნობიერებას ამაღლებს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ წახალისებულია ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა კოლაბორაციებით სხვადასხვა ღონისძიებებზე და რეკლამებში. ორგანიზაციის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ტარდება პერიოდული შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და ქვეყნდება სტატიები ვებ-გვერდზე.