სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მშრომელების უფლებები ქვემო ქართლში

პროექტის მიზანია მომზადდეს საფუძვლიანი კვლევა, რომელიც დეტალურად აღწერს შრომის ორგანიზების პროცესს და ვრცელ მონაცემებს წარმოადგენს ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობაში დღიურად დასაქმებული მშრომელების ანაზღაურების, სამუშაო საათების რაოდენობის, შრომითი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესახებ.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმართველობის, მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება მიმართოს დღიურად დაქირავებული მშრომელების ინტერესებისკენ.