პროექტის მიზანია 6 მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მონიტორინგი და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა. მოხდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანალიზი და მათი შედარება მოსახლეობის რეალურ საჭიროებებთან; მოსახლეობის სწავლება, თუ როგორ უნდა განახორციელონ კონტროლი, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა მათთან ერთად და ამის განხორციელებაში დახმარება.