პროექტის მიზანია ,,ლიბერალის’’ ვებგვერდზე ვიზუალური/ვიდეოკონტენტის რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღონისძიებების ლაივ სტრიმინგისა და ამ ღონისძიებების მთავარი გზავნილებისა და ეპიზოდების შემცველი შემაჯამებელი ვიდეოების, ასევე ვიდეოინტერვიუებისა და თვეში ერთხელ სხვადასხვა თემაზე ვრცელი ვიდეოსიუჟეტების მომზადებით; სოციალური ქსელების განვითარების ზუსტი გეგმის შემუშავება; აუდიტორიის გაზრდის მიზნით სხვადასხვა საკითხით დაინტერესებული ჯგუფების შექმნა ფეისბუქში და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.