თვითმმართველობის ექსპერტი

პროექტის მიზანია კახეთის მხარეში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების
ხელშეწყობა საზოგადოებრივ-ანალიტიკური ყოველკვირეული ტელეპროგრამის
“თვითმმართველობის ექსპერტი”  მეშვეობით, სადაც განხილული იქნება ისეთი საჭირბოროტო
საკითხები, როგორიცაა მუნიციპალური საკრებულოს როლი და საქმიანობა, დასაქმების
მუნიციპალური პროგრამები, ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავება და ხარჯვის მონიტორინგი,
საჯარო  ინფორმაციის გამოთხოვის წესი და ა.შ.