პროექტის მიზანია აღდგეს ,,გურია ნიუსის’ ლანჩხუთის განყოფილების მუშაობა, რაც განაპირობებს რეგიონის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის მკითხველთა არეალის გაფართოებას. ფონდის მხარდაჭერით ,,გურია ნიუსის’ რედაქცია ქ. ლანჩხუთში 2 წლის ვადით იგირავებს ოფისს, ქირაზე დაზოგილი თანხის საშუალებით რედაქცია მომავალში მოახერხებს ოფისის შეძენას და პერსონალისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას.