თოქ-შოუ ,,ფორუმი’’ თემის პრობლემებზე

პროექტის ფარგლებში 1 წლის მანძილზე ტელეკომპანია ,,ბორჯომის’ ეთერში გავა 48 თოქ-შოუ, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად განხილული იქნება ადგილობრივი თემის აქტუალური პრობლემები და გაკეთდება ამ პრობლემების ანალიზი. ინფორმაცია გადაცემაში დასმული პრობლემების შესახებ გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. პრობლემების საჯარო განხილვა გაზრდის  ადგილობრივი თემის ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში.