პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერაქტიული თოქ-შოუს ,,დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი’ შექმნა და მისი რადიო ,,პალიტრასა’ და ინტერნეტტელევიზია www.palitra.tv-ის ეთერში გაშვება. გადაცემა 2012 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე და არჩევნების შემდეგ 1 თვე, სულ 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ გავა ეთერში და მთლიანად დაეთმობა პოლიტიკური პარტიების პლატფორმების წარდგენას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულ არჩევანს.