პროექტის მიზანია ვიდეორუბრიკის გააქტიურება და მისი ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესება, ვიდეოკონტენტის გამრავალფეროვნება; რეგიონული პრობლემატიკის ინტენსიურად გაშუქება; წინასაარჩევნო ციკლის დაგეგმვა; საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება ყოველდღიური ნიუსებით და ასევე წინასწარ შერჩეულ თემებზე (პარტიების დაფინანსების წყაროები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიაგარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, აუდიტის ანგარიშები და სხვა) სიღრმისეული სტატიების საშუალებით; ლიბერალის სარეკლამო შემოსავლების გაზრდა.