ნინოს თოჯინებით ბავშვები თან თამაშობენ, თან სწავლობენ. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ისინი კონტაქტს ამყარებენ უშუალოდ ჭკვიან სათამაშოსთან, რაც ამ პროცესს უფრო ხალისიანსა და შემეცნებითს ხდის.
ნინომ ამ საინტერესო იდეის განხორციელება და საოჯახო სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტის მხარდაჭერით შეძლო.
პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ევროკავშირის (European Union in Georgia) დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) და საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.