მედიაცენტრი არჩევნების დღეებში

06.10.2016

6 ოქტომბერს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მუშაობა დაიწყო მედიაცენტრმა, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს.

მედიაცენტრში 8 და 9 ოქტომბერს 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგები ჩაატარა, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აფასებდნენ საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებას და ხმების დათვლის პროცესს.

მედიაცენტრის მომხსენებლები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ბოლო წლების მანძილზე ფონდის დაფინანსებით განუხორციელებიათ არჩევნების პროცესის მონიტორინგი. ეს ორგანიზაციებია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, მრავალეროვანი საქართველო, საზოგადოებრივი დამცველი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი,ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.

მედიაცენტრის ბრიფინგები ორი დღის მანძილზე ონლაინ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მედიაცენტრი ფეისბუქზე.