ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყანად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა – ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი.

ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.

თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ.

 

  1. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  4. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  5. გერგარტი
  6. დემოკრატიის ინსტიტუტი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  8. დემოკრატიის მცველები
  9. ევროპის ფონდი
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  11. ეკო ცენტრი
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  14. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  15. თბილისი პრაიდი
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  17. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  18. კომლი
  19. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD
  20. მწვანე ალტერნატივა
  21. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  22. პლატფორმა სალამი
  23. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  24. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  25. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  26. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  27. საზოგადოება და ბანკები
  28. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  29. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED
  30. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  31. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  32. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  33. სასამართლოს გუშაგი
  34. საფარი
  35. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  36. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  37. საქართველოს ევროპული ორბიტა
  38. საქართველოს მომავლის აკადემია
  39. საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS
  40. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  41. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  42. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  43. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  44. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  45. უფლებები საქართველო
  46. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  47. ყვარელის ევროკლუბი
  48. შშმ ქალთა ალიანსი
  49. ცოდნის კაფე
  50. წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  51. GrlzWave
  52. Promote Georgia