კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ეროვნული ინტერესია – გიორგი ჩიტიძე

20.11.2023

კანდიდატის სტატუსიც და რეფორმების განხორციელებაც არის არა გარედან თავსმოხვეული საშინაო დავალება, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შესრულდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და მივაღწიოთ მიზანს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში – კეთილდღეობის, მშვიდობის, კულტურის, განათლებისა და ტრადიციების კავშირში  – გიორგი ჩიტიძე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ.