იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნდოვანი გარიგებები სარეკრეაციო სივრცის სამშენებლო ტერიტორიად გარდაქმნის ეჭვებს აჩენს
მოძრაობა „იპოდრომი უბეტონო მხარე“ ეხმაურება ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ძველი იპოდრომის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილების უკონტროლო და გაუმჭვირვალე ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. მოძრაობა მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი ეს გარიგებები იპოდრომის მნიშვნელოვანი ნაწილის სამშენებლო ტერიტორიად გარდაქმნის საფრთხეებს ავლენს.
2020 წლის ოქტომბერში, იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გადასცა. მაშინ ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განვითარების ინიციატივით გამოდიოდა. თუმცა, მესამე წელია, თბილისის მერია ტერიტორიაზე სიმულაციურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. დაუსრულებელი სამუშაოები იპოდრომის მთელს ტერიტორიაზეა გაფანტული.
დროდადრო, გაუგებარი მიზნებით მუშაობს მძიმე ტექნიკაც. არაერთი მოთხოვნისა და საპროტესტო აქციის მიუხედავად, იპოდრომის სამეზობლო თემი უშედეგოდ ცდილობს, ცენტრალური პარკის პროექტის მოპოვებასა და მასში მონაწილეობას. მუნიციპალიტეტი არ რეაგირებს სამეზობლო თემის მოთხოვნაზე, იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტი დაიგეგმოს ბუნებრივი საფარის მაქსიმალური შენარჩუნებით, ბეტონისა და დეკორატიული კონსტრუქციების გარეშე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ, გაცხადებული 36 ჰექტარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტს იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი, 28 ჰექტარი გადაეცა. დანარჩენი 8 ჰექტარი – ტყით დაფარული, გამწვანებული ტერიტორია – კვლავ ფონდი „ქართუს“ საკუთრებაში დარჩა, რაც კერძო მესაკუთრეს ტერიტორიის განვითარების ფართო შესაძლებლობებს აძლევს. იპოდრომის ირგვლივ მაცხოვრებელი თემი ამ ტერიტორიის გაკაფვასა და ზედ მაღალსართულიანი განაშენიანების მოწყობას არ გამორიცხავს.
კერძო საკუთრებაში დარჩენილ ტერიტორიაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე გარიგებების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 2023 წლის აგვისტოს თვეში გახდა – ტერიტორიის ნაწილი ფონდმა „ქართუმ“ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრზე გაასხვისა. ამის შემდეგ, მესაკუთრემ ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი იმავე კომპანიაზე გაასხვის, თუმცა, გაუგებარი მიზეზებით, რამდენიმე დღეში უკან დაიბრუნა.
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც მესაკუთრე, ისე მუნიციპალიტეტი ვალდებულია, დაასაბუთოს, რა მიზნებით ფორმდება აღნიშნული გარიგებები ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ამ საჯარო სივრცეზე. მესაკუთრის დაუსაბუთებელი განცხადებები კი კიდევ უფრო ზრდის ბუნდოვანებას და ქმნის ვარაუდს, რომ ტერიტორიას სამშენებლოდ ამზადებენ.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: