იპოდრომის კორტების ამბავი

09.07.2022
11 ივლისს, ორშაბათს, 18:00 საათზე ღია საზოგადოების ფონდი გამართავს დისკუსიას იპოდრომის კორტების შესახებ. დისკუსია შეეხება იპოდრომის პარკის რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე, უნებართვო მშენებლობის ფორმით მიმდინარეობს, ასევე იპოდრომის მიმდებარედ არსებული საჩოგბურთო კორტების პრობლემური გასხვისების პროცესს, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის კვლევასა და სტატიაში არის ასახული.

მომხსენებლები:
ანანო ცინცაბაძე – ღია საზოგადოების ფონდი;
გიგა კარაპეტიანი – მკვლევარი;
თათული ჭუბაბრია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ელენე ცერცვაძე – „იპოდრომი უბეტონო მხარე“.