გრანტები

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდში საპროექტო განაცხადის წარდგენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ამავე ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი;
  • ფონდი აფინანსებს არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს. გრძელვადიან  პარტნიორებთან და გამოცდილ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პარალელურად, ფონდი მხარს უჭერს ახლად დაარსებულ ორგანიზაციებს;
  • პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, განმცხადებელი ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს;
  • პირველ ეტაპზე, წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია განიხილავს. პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო, საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში. განხილვას ექვემდებარება მხოლოდ სრულად შევსებული და ფონდის პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისი საპროექტო განაცხადი;
  • სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან.  პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  კონსულტაციის გვერდს. 
  • პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი უნდა აითვალოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 8-10 კვირის ვადა;

ინფორმაციისათვის საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და სტიპენდიის შესაძლებლობის შესახებ დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საერთაშორისო განათლების ცენტრს.