საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფონდების წარმომადგენლების მონაწილეობით, უმასპინძლა დისკუსიებს დღეისთვის მნიშვნელოვან ორ თემაზე: ევროპული პერსპექტივა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მექანიზმები.
არჩევნები ევროპაში და შესაძლო გავლენები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და გაწევრების პოლიტიკაზე – აღმოსავლეთ ევროპის პერსპექტივებზე იმსჯელეს როგორც ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წარმომადგენლებმა. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, პანელის მონაწილეებმა და დამსწრე აუდიტორიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
როგორ ებრძვის სამოქალაქო საზოგადოება დეზინფორმაციას, რეალური და ჰიბრიდული ომების კონტექსტში? ამ თემაზე მსჯელობა საქართველოში დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან/ორგანიზაციებთან ერთად გაგრძელდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელებული დეზინფორმაციის განხილვასთან ერთად, პანელის მონაწილეებმა შეცდომაში შემყვან ნარატივებზე და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.