თანამდებობა: ფინანსური მენეჯერი
ორგანიზაცია: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ოქტომბერი
ანგარიშგება: ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს და ასევე, ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი საბჭოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების წინაშე.
ძირითადი ფუნქციები: ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი.
ძირითადი მოვალეობები:
- ფონდის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
- ფონდის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა;
- საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი;
- ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფონდის მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
- ფონდის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
- ფონდის წლიური აუდიტის ორგანიზება და აუდიტორებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- ზემდგომი პირებისათვის ფონდის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ფონდის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
- დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
- საბუღალტრო და გრანტების მენეჯმენტის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
- ფონდის გრანტების ქვეგანყოფილების საქმიანობის ზედამხედველობა;
- გასაცემი გრანტების კანონდებლობასთან და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ფონდისა და ფინანსური განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის/მაგისტრის წოდება) ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ან ტექნიკური დარგების (მათემატიკა, ფიზიკა ა.შ.) განხრით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საერთაშოროდ აღიარებული პროფესიული სააღრიცხვო/საბუღალტრო სერტიფიციკატი (ACCA, CPA დ.ა.შ.);
- ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
- ფინანსური გუნდის მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- საქართველოს საგადსახდოს კოდექსის, საგადახადო ანგარიშგებისა და აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- ERP (Enterprise Resource Planning) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. სასურველია Microsoft Dynamics NAV-თან მუშაობს გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარების(IFRS) მიხედვით ყოველწლიური ფინანსური უწყისების მომზადების გამოცდილება;
- გარე აუდიტორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სასურველია ERP სისტემების დანერგვის გამოცდილება;
- სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ერთდროულად რამოდენიმე დონორთან მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პროფესიული უნარები:
- ბიუჯეტირების და ფინანსური მართვის უნარი;
- ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
- ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.
პიროვნული უნარები:
- ლიდერობის უნარი;
- ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის შეტანის პროცედურა:
კონკურში მონაწილეობის მსურველმა 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე <hr@csf.ge> ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV, ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
- კითხვარი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ორი რეკომენდატორის (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი).
თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ფინანსური მენეჯერის ვაკანსიისთვის“ და თქვენი სახელი და გვარი. წერილში ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი.
განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია.
კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. მეორე ეტაპი მოიცავს ტესტირებას. საბოლოო არჩევანი გაკეთდება ტესტირების და საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
ღია საზოგადოების ფონდში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 5 77 47 11 63;
ელ.ფოსტა: hr@csf.ge; tushishvili@csf.ge (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.