არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან

03.03.2022

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გააცნო.

„დღეს ჩვენ ვაპირებდით, მოგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყო ევროკავშირის წევრობის განაცხადზე მუშაობა. მისასალმებელია, რომ ეს გადაწყვეტილება გუშინ თავად მიიღეს და იმედი გვაქვს, რომ ამ განაცხადს დღესვე გაგზავნიან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის იმ დიდ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მივესალმებით, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის გზის მხოლოდ დასაწყისი, ეს იქნება რთული გზა, ამ გზაზე კი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიაროთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას.

მათი თქმით, პოზიტიური შედეგისთვის ქართული ოცნების მხრიდან რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. NGO-ების განცხადებით, მთავრობამ:

  • ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით რეფორმები უნდა გაატაროს

  • უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს

  • უკრაინასთან სასწრაფოდ გამოასწოროს ურთიერთობა

  • განაცხადი გააკეთოს ტრიოსთან ერთად (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა).

საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის სახე უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებიდან ყველაზე მისაღები ფიგურაა ევროპისთვის”, – თქვა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

მედია ამ თემაზე:

 

პუბლიკა – უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება გავუყვეთ არა დაჩქარებულ, არამედ სტანდარტულ პროცესს – ვანო ჩხიკვაძე, 03/03/22;

ინტერპრესნიუს.ჯი – სამოქალაქო საზოგადოება  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ

ფორმულანიუს.ჯი – NGO-ების თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე ზურაბიშვილი უნდა გახდეს, 03/03/22;

ნეტგაზეთი.ჯი – რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ EU-ში განაცხადის პარალელურად — NGO-ების შეთავაზება, 03/03/22;

პირველინიუს.ჯი – NGO-ების თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე ზურაბიშვილი უნდა გახდეს; 03/03/22;

კვირა.ჯი – არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის სახე სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს