კანონის ლოგიკა რუსეთშიც არის ზუსტად იგივე: თუ ადამიანს ან ორგანიზაციას აქვს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მაშინ ის უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ სამთავრობო ნარატივს ან მას მიეკეროს მტრის, უცხოს იარლიყი – საბა ბრაჭველი განმარტავს, რომ რუსული კანონი გავრცელდება ყველაზე, ვისაც აქვს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს ეხებათ არა მხოლოდ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საინიციატივო ჯგუფებს, ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც, მაგალითად, ჰყავს ბევრი გამომწერი და ა.შ. – ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.