საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს

დასრულებული

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს კონკურსს პროექტის:  „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და იწვევს დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 3-ეტაპიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად[1].

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა სამოქალაქო აქტივისტები, საინიციატივო ჯგუფები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ზიანის შემცირების, პრევენციის, უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის და ადვოკაციის საკითხებზე;

მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეთათვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი;

მესამე ეტაპზე გრანტის მიმღებ პირებს/საინიციატივო ჯგუფებსა თუ სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელებს ჩაუტარდებათ ფინანსური მართვის ტრენინგი.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს:

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერების და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით, ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიების და ინტერვენციის მექანიზმების,  ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით; ასევე პროექტის ფინანსური და პროექტული მართვის შესახებ.

 

პირველი ეტაპის ტრენინგის დასრულებისთანავე მონაწილეებისათვის გამოცხადდება მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს განახორციელონ მცირე ბიუჯეტიანი (10 000- 30 000 აშშ დოლარის ფარგლებში) და მოკლევადიანი პროექტები ზიანის შემცირების დანარკოპოლიტიკის სფეროში.

 

ტრენინგის მეთოდოლოგიაა:

ინტერაქტიული ტრენინგი, ჯგუფური მუშაობა და ინდივიდუალური პრეზენტაციები, აგრეთვე წარმატებული შემთხვევის წარდგენა და ანალიზი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა:

2 სრული სამუშაო დღე, 10 საათიდან 18 საათამდე. ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის  8-9 ნოემბერს. თარიღების შეცვლის შემთხვევაში მოხდება შერჩეული მონაწილეების ინფორმირება.

ტრენინგის ჩატარების ადგილია თბილისი. გათვალისწინებულია როგორც უშუალო მონაწილეობა, ასევე დისტანციური (ჰიბრიდული) ფორმატი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება  არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისაგან, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

 

განაცხადების მიღება:

მსურველებმა შევსებული განაცხადი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: eucompetition@csf.ge

განაცხადის ფორმა.

 

 განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

2022 წლის 2 ნოემბერი, 15:00 საათი.  გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ „კონკურსი: ტრენინგი EU-OSGF 2022”. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

საკონტაქტო პირი: ირმა ხაბაზი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი

მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადი.

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

[1] კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.