ანგარიში მომზადებულია პროექტის “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” ფარგლებში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ: ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”,”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია”.
წინამდებარე ნაშრომი პროექტის ფარგლებში მომზადებული მესამე ანგარიშია და მიმოიხილავს მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ მასიურად ჩუქებისა და მიტოვების ფაქტებს.