ერთი ნაბიჯი სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე შშმ პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობისთვის

29.04.2021
28 აპრილს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მოიწონა ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2021-2024 წლებისთვის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის“ პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.
ამგვარი დოკუმენტი თბილისისათვის პირველია და არის დასაწყისი სისტემური ცვლილებებისა დედაქალაქში შშმ პირთა ინტერესების გასათვალისწინებლად.
დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის მანძილზე, პანდემიის პერიოდში  შშმ პირების, ადამიანის უფლებებზე, შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მერიის თანამშრომლების ერთობლივი ჩართულობით  მიმდინარეობდა.