გერმანული საარჩევნო მოდელი და მისი იმპლემენტაცია საქართველოში

08.12.2019

გთავაზობთ  გერმანული საარჩევნო მოდელის მიმოხილვას და საქართველოში მისი იმპლემენტაციისა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის ანალიზს.

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დოკუმენტი მოამზადა  სამართლის დოქტორმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.

ავტორის შეფასებით, გერმანული მოდელის ქართული ვერსია:

  • შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას. მანდატების განაწილების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იქნება 150, აქედან 77 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით;
  • კონსტიტუცია მანდატების განაწილების წესის განსაზღვრას კანონმდებელს ანდობს. კონსტიტუციაში მითითებული მანდატების რაოდენობები კანონმდებელს არ აბრკოლებს, რომ დაადგინოს სამართლიანი რეგულირება. ერთი მხრივ, მაჟორიტარული წესით არჩეულმა კანდიდატებმა უნდა მიიღონ კუთვნილი მანდატები, ხოლო მეორე მხრივ – პარლამენტში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ხალხის ნების ადეკვატური წარმომადგენლობა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რადგანაც მთავრობის ფორმირება პარლამენტზეა დამოკიდებული;
  • ქართული ვერსია, ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევას. ის უკეთ ითვალისწინებს დემოკრატიისა და თანასწორი არჩევნების პრინციპების მოთხოვნებს, ვიდრე მოქმედი წესი. პოლიტიკურ უმცირესობას უჩნდებათ პერსპექტივა, ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, გახდეს უმრავლესობა. უკეთაა უზრუნველყოფილი ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შანსების თანაბრობა.

    გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვერსიის შეფასება by OSGF on Scribd