მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში ჩატარდა კვლევის „ბულინგის პრობლემატიკა მრავალეროვან სასკოლო გარემოში“ პრეზენტაცია.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის დაფინანსებით პროექტის „ბულინგის პრობლემატიკა მრავალეროვან სასკოლო გარემოში“ ფარგლებში კვლევა მოამზადა ქალთა უფლებების სათემო ინიციატივამ გამოყენებითი კვლევების კომპანიასთან ARC-თან თანამშრომლობით.
პრეზენტაცია გახსნა ხათუნა იოსელიანმა, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა. ნაშრომი წარმოადგინეს ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის ხელმძღვანელმა, ლილი საფაროვამ და მკვლევარმა, გამოყენებითი კვლევების კომპანიის ARC-ის დამფუძნებელმა, ხათუნა ნაჭყებიამ.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევით მოხდა ბულინგის გავრცელებული ფორმების შესწავლა მოსწავლეთა შორის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ საქართველოს რეგიონებისა და თბილისის იმ სკოლებში, სადაც ერთად სწავლობენ ეთნიკურად ქართველი და არაქართველი მოსწავლეები. განისაზღვრა ბულინგის საკითხის მიმართ მოსწავლეთა და სკოლის თემის (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები) დამოკიდებულება.
კვლევისას გამოყენებული იქნა, როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები.
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სტრუქტურირებული ანკეტა, ღია და დახურული კითხვებით. ანკეტა წარმოადგენდა თვითადმინისტრირებად ანკეტას, ხოლო გამოკითხვის მეთოდად არჩეული იქნა ანკეტირების მეთოდი.
თვისებრივი კვლევის მეთოდად, არჩეულ იქნა, ფოკუს-ჯგუფის დისკუსიის მეთოდი, ხოლო კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა, ფოკუს ჯგუფის სახელმძღვანელო.
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 19 საჯარო სკოლის მე-8- მე-12 კლასების მოსწავლეებთან. თითოეულ რეგიონში თვისებრივი კვლევა ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფთან: 1 მშობლების და 1 სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობით. სულ ჩატარდა 13 ფოკუს-ჯგუფი.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა:
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სკოლების, სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მკვლევარებმა გასცეს კითხვებზე პასუხი, ხოლო დასასრულს გაიმართა დისკუსია.