ახალი ანალიტიკური ნაშრომის წარდგენა ”კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში, მისი განვითარების პერსპექტივა”

23.02.2010

TV

ტელეკომპანია “რეალ–ტივი” – სიუჟეტის ნახვა

 

ინტერნეტ მედია

Caucasus Internet Media Group – კონსტიტუციონალიზმი ქართულად

კონსტიტუციური სისტემები, კონსტიტუციური პროცესი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივა – ანალიტიკური ნაშრომზე 6 ქართველი ექსპერტი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. პუბლიკაცია, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა, აღწერს სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის კონსტიტუციურ სისტემებს მსოფლიოში, უშუალოდ საქართველოში კი, საკონსტიტუციო პროცესს 90-იანი წლეიდან დღემდე, განიხილავს. პუბლიკაცია კონსტანტინე კანდელაკის, დავით ლოსაბერიძის,იური ტაბუცაძის,ზაზა რუხაძის, ვახტანგ ხმალაძის და ზურაბ ჯიბღაშვილის ავტორობით მომზადდა.

სიუჟეტის ნახვა

EXPRESSNEWS ახალი ამბების სააგენტო – ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” ანალიტიკური ნაშრომი წარადგინა

ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” საზოგადოებას ანალიტიკური ნაშრომი, “კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივა” წარუდგინა.

ნაშრომზე ერთი წლის მანძილზე 6 ქართველი ექსპერტი: კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, იური ჯაბუცაძე, ზაზა რუხაძე, ვახტანგ ხმალაზე და ზურაბ ჯიბღაშვილი მუშაობდნენ.

ახალი ანალიტიკური პუბლიკაცია კონსტიტუციონალიზმის არსს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს განიხილავს. აღწერს სახელმწიფო ხელისუფლების  მოწყობის კონსტუტუციურ სისტემას მსოფლიოსი და საკონსტიტუციო პროცესს საქართველოში 90 წლებიდან დღემდე. 

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ეს ნაშრომი საფუძვლად უნდა დაედოს ინტენსიურ დებატებს მომავალში.

“ეს ნაშრომი ფონდის დაფინანსებითა და ხელშეწყობით შეიქმნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პუბლიკაცია საფუძვლად უნდა დაედოს ინტენსიურ დებატებს მომავალში, რასაც შედეგად მოჰყვება უფრო დახვეწილი და საქართველოს რეალობის შესაბამისი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბება,”_ განაცხადა ხუციშვილმა.

ნაშრომის პრეზენტაციას “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერი კახა კუკავა, პარლამენტის ვიცე_სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისია ექსპერტების ინიციატივებს გაეცნობა

საქართველოს სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისია ქართველი კონსტიტუციონალისტების მიერ დღეს წარმოდგენილი კონსტიტუციურ ინიციატივებს მოისმენს. ამის შესახებ „მედიანიუსს” სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განუცხადა.

`ჩვენ ყურადღებით და ინტერესით ვუსმენდით იმ შეფასებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც დღეს ავტორიტეტულმა ექსპერტებმა კონსტიტუციის მომავალი მდგომარეობის შესახებ წარმოადგინეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კოსმისია მზადაა, წარმოდგენილი წინადადებები უფრო კარგად შეისწავლოს, ჩამოყალიბდეს. თუმცა, დღეს ძნელია იმის თქმა, რომ გაიზიარებს ან არ გაიზიარებს ჩვენი კომისია იმ ხედვებს, რომელსაც ექსპერტები გვთავაზობენ. ჩვენ ყველა წინადადებას, მათ შორის ამ მოსაზრებებსაც მხედველობაში მივიღებთ”, _ განაცხადა დემეტრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი კონსტიტუციონალისტების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის შესახებ, სარეკომენდაციო წინადადებები წარმოადგინეს. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ისეთი ექსპერტები, როგორიცაა: ვახტანგ ხმალაძე, ზურაბ ჯიბღაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, იური ტაბუცაძე და ზაზა რუხაძე.

 

ბეჭდვითი მედია

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” – კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებებისთვის საზოგადოება ჯერ მზად არ არის