ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში

27.04.2015

24 აპრილს  ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა და  რუმინეთიდან მოწვეულმა დელეგაციამ.

ღონისძიება რუმინეთის საელჩოს და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს რეფორმების განხორციელების სტატუსი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯები, ასევე  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილება და სამომავლო გეგმები.

ღონისძიებაზე ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ” და რუმინეთის ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ორი ანგარიში წარმოადგინეს, რომელშიც შეფასებულია  მდგომარეობა პერსონალური მონაცემების დაცვის და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის კუთხით. ანგარიშში რუმინეთის გამოცდილებაც არის გაზიარებული.

ანგარიშები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

The Anti-discrimination system in Georgia in the context of the EU Visa Liberalization Action Plan

Personal data protection in Georgia and the dialogue on Visa Liberalization with the EU