,,ციფრული მედიის რუკა’’- ადვოკატირების საერთაშორისო კონფერენცია

22.05.2013

23- 24 მაისს, ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებით თბილისში  ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ციფრული მედიის რუკა”. მასში მონაწილეობდნენ ციფრული მედიის საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები და საფრთხეები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სახელმწიფოს როლი, მოსალოდნელი ტენდენციები და განვითარების პერსპექტივა, რეგიონული და ადგილობრივი ადვოკატირების სტრატეგიები, საზოგადოებრივი მაუწყებელი,  არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე კანონმდებლობის შემუშავება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოში.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ციფრული მედიის საკითხებზე მომზადებულ უახლეს კვლევებსა და ანგარიშებს.

 

ნახეთ მედია კონფერენციის შესახებ:

გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში– Media.ge, 24 მაისი, 2013, ავტორი: ნატა ძველიშვილი

Georgia preparing switch to digital by 2015– DF Watch.net, 25 მაისი, 2013, ავტორი: მარი ნიკურაძე