Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Directory_Iterator::hasChildren($allow_links = true) should either be compatible with RecursiveDirectoryIterator::hasChildren(bool $allowLinks = false): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/iterator/class-ai1wm-recursive-directory-iterator.php on line 61
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Directory_Iterator::rewind() should either be compatible with FilesystemIterator::rewind(): void, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/iterator/class-ai1wm-recursive-directory-iterator.php on line 39
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Directory_Iterator::next() should either be compatible with DirectoryIterator::next(): void, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/iterator/class-ai1wm-recursive-directory-iterator.php on line 46
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Extension_Filter::getChildren() should either be compatible with RecursiveFilterIterator::getChildren(): ?RecursiveFilterIterator, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/filter/class-ai1wm-recursive-extension-filter.php on line 51
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Extension_Filter::accept() should either be compatible with FilterIterator::accept(): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/filter/class-ai1wm-recursive-extension-filter.php on line 41
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Exclude_Filter::getChildren() should either be compatible with RecursiveFilterIterator::getChildren(): ?RecursiveFilterIterator, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/filter/class-ai1wm-recursive-exclude-filter.php on line 57
Deprecated: Return type of Ai1wm_Recursive_Exclude_Filter::accept() should either be compatible with FilterIterator::accept(): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice in /home/u608157437/domains/nm-dev.webintelligence.vip/public_html/csf-staging/wp-content/plugins/all-in-one-wp-migration/lib/vendor/servmask/filter/class-ai1wm-recursive-exclude-filter.php on line 41 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა აშშ–ს სახელმწიფო მდივანს, ქ–ნ ჰილარი კლინტონს - სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა აშშ–ს სახელმწიფო მდივანს, ქ–ნ ჰილარი კლინტონს
04.06.2012
კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 1 ივნისს პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც ჰილარი კლინტონის სახელზე მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის მიზანია, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყურადღების მიპყრობა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისუფალი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი.
უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”
“ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,
პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ქართული სახელმწიფოს მიმართ. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელების საქმეში.
ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისთვის პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიშის თანახმადაც: ” მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო”. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში Must-carry-ს და Must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას. ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატიავას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.
მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პლურალისტური მედია გარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას, გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.”