17 ოქტომბერს ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა თემაზე ”საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების მიღების გამარტივების პერსპექტივა”.

15.10.2008

17 ოქტომბერს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა თემაზე “საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების მიღების გამარტივების პერსპექტივა”.  

შეხვედრაზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:

პაატა პაპუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ნინო ჩოხელი – ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის საფუძველზე დაიწერება მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – Policy Brief.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

მიხეილ მირზიაშვილი
სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამა