სოციალური მედიის გამოყენება არასამთავრობო სექტორში

14.03.2013

სოციალური მედიის როლი, მისი მუშაობა და ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა კამპანიების განხორციელებისას, რა გავაკეთოთ და რა არა, როგორ მივაწდვინოთ ჩვენი სათქმელი აუდიტორიას- ამ კითხვების აქტუალობა დღითიდღე იზრდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებასთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთობა დაამყარონ.

სწორედ ამ თემაზე, კერძოდ კი სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე, 5-7 მარტს, კახეთში გაიმართა სემინარი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. ტრენინგებს უძღვებოდა თამარ გურჩიანი,    იურისტი  და ამავდროულად ახალი მედიის სპეციალისტი.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა ყველა იმ საკითხში, რაც მათი ორგანიზაციის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა „გუგლის” მეშვეობით ღონისძიებების ორგანიზება, „ტვიტერით” სარგებლობა, კამპანიების დაგეგმვა და სხვ.