უმაღლესი განათლების პროგრამასასწავლო სტიპენდიების პროგრამა
უმაღლესი განათლების საერთაშორისო პროგრამა ხელს უწყობს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში უმაღლესი განათლების განვითარებას ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და მონღოლეთში. უმაღლესი განათლების საერთაშორისო პროგრამის სასწავლო სტიპენდიების პროგრამას საკუთარი წვლილი შეაქვს უმაღლესი განათლების განვითარებაში ადგილობრივი ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერების მხარდაჭერის და მათი შერჩეულ ინსტიტუტებში სტრატეგიული განთავსების მეშვეობით.
სასწავლო სტიპენდიების პროგრამა ამჟამად აცხადებს ვაკანსიას სამხრეთ კავკასიის რეგიონში სასწავლო სტიპენდიების პროგრამის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე.
თანამდებობის მოკლე მიმოხილვა:
– სამხრეთ კავკასიის მენეჯერი ექვემდებარება სასწავლო სტიპენდიების პროგრამის დირექტორს.
-რეგიონალური მენეჯერი პასუხისმგებელია სასწავლო სტიპენდიების პროგრამის წარმატებულ მენეჯმენტსა და კოორდინირებაზე და შესაბამის რეგიონებში სტრატეგიის განხორციელებაზე.
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
ძირითადი უფლება-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობებით:
-სტიპენდიის პროგრამებისა და პროექტების წარმატებული განხორციელება მიზნობრივ რეგიონებში სასწავლო სტიპენდიების პროგრამის/უმაღლესი განათლების პროგრამის შესაბამისად;
-მეთვალყურეობას უწევს რეგიონალური ოფისის ყოველდღიურ საქმიანობას;
-პასუხისმგებელია პროგრამულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მენეჯმენტზე;
-კოორდინირებულად მუშაობს თანამშრომლებთან, სტიპენდიანტებთან და ძირითად დაინტერესებულ პირებთან, რათა უმაღლესი განათლების სისტემის სპეციფიური ადგილობრივი საჭიროებები ჩართოს რეგიონალური პროგრამის პრიორიტეტებში;
-მეთვალყურეობას უწევს, გეგმავს და მართავს მიმდინარე პროგრამებსა და საქმიანობებს მიზნობრივ რეგიონებში;
-მეთვალყურეობას უწევს პატრნიორების/დაინტერესებული მხარეების ურთიერთობას და სტრატეგიის შექმნისას ითვალისწინებს მათ უკუ-კავშირს;
– თავისი წვლილი შეაქვს სტიპენდიის პროგრამის პოლიტიკისა და პროცედურების განვითარებასა და გაუმჯობესებაში;
– ამზადებს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს პროგრამის დირექტორისათვის;
-ამყარებს კარგ სამუშაო ურთიერთობას და დახმარებას უწევს პარტნიორ განყოფილებებს მათი რეფორმების განხორციელებაში, აკადემიური და პროფესიული განვითარების ჩათვლით;
-უზრუნველყოფს იურიდიული ოპერაციების, ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან;
-ამზადებს და მონაწილეობს პროგრამის თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების შეფასებაში.
სასურველი კვალიფიკაცია
არანაკლებს მაგისტრის ან შესაბამისი ხარისხი განათლების, საზოგადოებრივი ადმინისტრირების, სოციალურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ან სხვა შესაბამი დისციპლინაში.
მანდატი და/ან უნარ-ჩვევბი და შესაძლებლობები:
-არანაკლებს სამი წლის გამოცდილება მენეჯმენტის სფეროში;
-მრავალეროვან გარემოში მუშაობის გამოცდილება და კომპეტენცია;
-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სფოროში გამოცდილება და ცოდნა; -ინგლისური ენის ცოდნა;
-რომელიმე რეგიონალურ ენაზე კომუნიკაციის უნარი განხილული იქნება პრივილეგიად;
-პროგრამის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
-კომუნიკაციის კარგი უნარი.
გთხოვთ, დასაბუთების წერილი და დეტალური ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე მიაწოდოთ ბეატა ბოგნარს ელ.ფოსტის მეშვეობით: bbognar@osi.hu, ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ს ოფისში მისამართზე: ჭოველიძის ქ. #10, ტელეფონი: 912784/250592 (შიდა 308). განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 29 აგვისტო დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
www.soros.org/initiatives/hesp/focus/afp ან www.afpwebfolio.org
ღია საზოგადოების ინსტიტუტი თანაბარ პირობებში განიხილავს კანდიდატებს, მხარს უჭერს დივერსიფიკაციას და გამორიცხავს დისკრიმინაციას რასის, ფერის, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, ასაკობრივი, უნარშეზღუდულობის ან სქესობრივი ორიენტაციის საფუძველზე.
2006 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია.