სადისკუსიო შეხვედრა ტკივილიგამაყუჩებელი საშუალებების მოხმარების ხელმისაწვდომობაზე

15.05.2013

8 მაისს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა პალიატიური მზრუნველობის სფეროში მომუშავე ექსპერტების შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ლეგალური ბრუნვის ლიბერალიზაციასთან და ნორმატიულ აქტებში კოლიზიების შესწორებასთან დაკავშირებული საკითხები. 

დისკუსიის შედეგად სამინისტროების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან მიიღონ პალიატიური მზრუნველობისა და ოპიოიდებით ტკივილის მართვის მარეგულირებელი ორი ახალი შემაჯამებელი დოკუმენტი და ხელი შეუწყონ ცვლილებების შეტანას არსებულ ნორმატიულ აქტებში.