2013 წლის 31 იანვარს, 18 საათზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ წიგნის “საბჭოთა წარსულის გააზრება – დისკუსიები 2011” და ფილმის “დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები” პრეზენტაციაზე. ღონისძიება გაიმართება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში.
წიგნი – „საბჭოთა წარსულის გააზრება – დისკუსიები 2011″ – წარმოადგენს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ 2011 წელს ჩატარებული დისკუსიების ციკლის მოხსენებათა კრებულს. შეგიძლიათ ნახოთ დისკუსიების ჩანაწერებიც. ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები” სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს.
მასალა მომზადდა პროექტის „რეგიონული პლატფორმა – საბჭოთა წარსულის გააზრება” ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.